Shahryar Abilov

აზერბაიჯანის ერთ-ერთი მოთხოვნადი და წამყვანი მსახიობი შახრიარ აბილოვი Dalma News — სთვის მიცემულ ინტერვიუში თავის ოცნებაზე, აზერბაიჯანულ კინემატოგრაფიასა და მომავალ დიდ სატელევიზიო პროექტებზე საუბრობს.

— დიდი ხანია ტელევიზიაში მუშაობთ. გვიამბეთ, როგორ დაიწყეთ და რა სირთულეებს წააწყდით ამ გზაზე?

— ცხოვრებაში ბევრი სირთულე არსებობს და ისინი ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარია. ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც წინ გადაგეღობება. მსახიობობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და ამ ოცნებას წინ მივყავდი. სხვადასხვა ადგილზე მიმუშავია და ისეთი საქმე მიკეთებია, რომელიც საერთოდ არ მსიამოვნებდა. ოჯახის გამო ოფიციანტიც ვიყავი, მტვირთავიც, დარაჯიც, ოპერატორიც და ნავთობის მზიდავიც, მაგრამ ჩემი ოცნებისთვის არასოდეს მიღალატია.

მშობლების ნებით იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. როგორც ხდება ხოლმე, რაც არ გაინტერესებს, ცუდად სწავლობ. საკუთარი ლექციების მაგივრად ჩემი მეგობრის, ამჟამად ცნობილი კომპოზიტორის სახელით, აზერბაიჯანის კულტურის ერთ-ერთ ინსტიტუტში ლექციებს ვესწრებოდი. იურისტის დიპლომი მაინც ავიღე. შემდეგ სამხედრო სამსახური და საკუთარი თავის ძიება. 2006 წელს ტელევიზიაში რეალითი შოუ Gefes-ი (გისოსი) დაიწყო და კასტინგზე წავედი. პროექტში მოვხვდი და ეკრანზე გამოჩენის «მწვანე ბარათი» მოვიპოვე. თუმცა არხების ხელმძღვანელობამ გამოცდილების არ ქონის გამო სერიოზულად არ აღმიქვა.

Шахрияр Абилов
შახრიარ აბილოვი

— ტელევიზიაში მოხვედრა ახალგაზრდობიდან გსურდათ. ოცნება აისრულეთ — პოპულარული ხართ. რა სამომავლო გეგმები გაქვთ? ვინ იქნებით მომავალში?

— უკვე ექვს სრულმეტრაჟიან ფილმში მივიღე მონაწილეობა. ამჟამად სამსახიობო უნარების განვითარებას ვგეგმავ. 16 იანვარს ფილმი «მე -ჯამბაზი» გამოვიდა, სადაც მთავარ როლს ვასრულებ. ფილმი თეატრის ყველა მსახიობს ეძღვნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ის აზერბაიჯანული კინემატოგრაფიის სერიოზული აღმოჩენა იქნება. ვისურვებდი, კოლეგებთან მუშაობას და თურქულ სერიალებში მონაწილეობას. როგორც ცნობილია, ისინი შესრულების თვალსაზრისით ძალზედ პოპულარულები და ემოციურები არიან.

— ბევრი წოდება გაქვთ: რადიოწამყვანი, მსახიობი, რეჟისორი, ტელეწამყვანი და ფოტოგრაფი.

— ფოტოგრაფია ჩემი ჰობი იყო. გარდა ამისა ვირეჟისორე და კლიპი გადავიღე. მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი პროფესია — მსახიობია. სწორედ ასეთი თვალთმაქცობა მანიჭებს სიამოვნებას და გადასაღებ მოედანზე თავს თავისუფლად ვგრძნობ.

— მოგვიყევით თქვენს, როგორც წამყვანის დებიუტზე.

— ეს დიდი ხნის წინათ იყო. რეალითი შოუ Клетка-ს შემდეგ გადავწყვიტე, რომ სადღაც წამყვანად უნდა მემუშავა და გამოცდილება მიმეღო. დავიწყე მუშაობა რესტორან Гая-ში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში გასართობი ღონისძიებები მიმყავდა. თავიდან, როცა სცენაზე გამოვდიოდი, ძალიან ვღელავდი და სიტყვებიც კი მერეოდა ერთმანეთში. ამის შემდეგ ერთ-ერთ ადგილობრივ არხზე, პატარა გადაცემაში — Бей пусть разобьется, მიმიწვიეს. შემდეგი იყო დიჯეის გამოცდილება რადიოში FM Antenn 101 და დიდი საერთაშორისო პროექტი «დიდი სცენა».

7(949)
შახრიარ აბილოვი

— თქვენ პოპულარული შოუ «ულვაშების» (Bigshow)-ს წამყვანი იყავით. მოგვიყევით ამის შესახებ.

— რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს პროექტის დაწყების მიზეზი ჩემი ულვაშებია. ასეთი ულვაშები ჩემს წინაპრებს ჰქონდათ. იმ დროისთვის დევიდ ლეტერმანის The Late Night Show-ის სტილის რამდენიმე სატელევიზიო პროექტი შევქმენი, მაგრამ სახელწოდება ვერაფრით შევურჩიეთ. ბოლოს თავში მომივიდა სახელწოდება «ულვაშები». გადავწყვიტე, რომ ეს დამაინტრიგებლად ჟღერდა და სერიოზული გამოწვევა იქნებოდა. ამ პროექტმა პოპულარობა მომიტანა და ჩემი საბოლოო სტილი განსაზღვრა.

— ამჟამად ტელესერიალ «ხალი სიზმარში» მონაწილეობთ, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებთ. რას ფიქრობთ ამ პროექტზე?

— ეს სერიალი — ჩვენი ოცნებაა. ეს მთავარი გმირის ოქსანა რასულოვას ნამდვილი სიზმარია. არ ვხუმრობ, სიუჟეტი მართლაც სიზმარში ნახა და ნაცნობ სცენარისტ ქალბატონ გამას მოუყვა, რომელმაც სერიალისთვის სცენარი დაწერა. ისე მოხდა, რომ პოზიტიური გმირის, ექიმ ამირის, რომელსაც მთავარი გმირი უყვარს, როლი მე შემხვდა. ამჟამად მეათე სერია გადის და სერიალი დიდი წარმატებით სარგებლობს. გუნდის თითოეული წევრი პროექტში მთელ გულს დებს.

— რა უფრო რთულია: შეინარჩუნო დიდი აუდიტორიის ყურადღება, როგორც ტელეწამყვანმა, თუ როგორც კინოგმირმა?

— აუდიტორიის შენარჩუნება — განსაკუთრებული შრომაა. ყოველთვის არასტანდარტული, საინტერესო და აქტიური უნდა იყო. თანამედროვე ტრენდებს არ უნდა ჩამორჩე. ასევე, საჭიროა წამყვანის ნიჭი და მსახიობური ოსტატობა. იმაზე არ ვისაუბრებ, ჩემთვის რა არის იოლი და რა რთული. ერთი რამ ცხადია, ყველაფერს ძალისხმევა სჭირდება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მაყურებელთან ყოველი შეხვედრა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა.

— როგორ ფიქრობთ, რა დონეზეა აზერბაიჯანული კინო და რა აკლია მას?

— საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანული კინო ძალიან მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი და სხვადასხვა ფესტივალზე ჯილდოვდებოდა. ახლა კი, სამწუხაროდ, ყველაფერი ქვესკნელისკენ ეშვება. აზერბაიჯანულ კინოს სახელმწიფოს და სპონსორების სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება. ხელოვნებას ყოველთვის სჭირდება მხარდაჭერა, სხვაგვარად არ შეიძლება. სამწუხაროდ, თანამედროვე მაყურებელს, რაღაც მსუბუქი სურს. დრამა და აზრიანი ფილმები აუდიტორიას ვერ იზიდავს.

— გსურთ, რაიმე მასშტაბური პროექტის განხორციელება სამამულო ტელევიზიით?

— მინდა და ახლაც მსურს. ღვთის ნებით, ახალ დიდ პროექტს ვგეგმავ, რომლის სახელწოდებაც Abi Love («ძმის სიყვარული»-რედ.) იქნება. ბგერათა წყობით ძალიან ჰგავს ჩემს გვარს. ეს იქნება Night Show-ს ფორმატის გადაცემა. სხვა დეტალებზე წინასწარ ვეღარაფერს ვიტყვი.

— რას უსურვებთ ჩვენს მკითხველს?

— გისურვებთ, რომ თქვენს მკითხველს ყოველთვის შეეძლოს ხარისხიანის უხარისხო პროდუქტისგან გარჩევა და რომ ჩამოუყალიბდეს ისეთი გემოვნება, რომლის მიხედვითაც მხარს დაუჭერს მსახიობებს, კინოს და საერთოდ, ხელოვნებას. გისურვებთ კარგ ფილმებს და ხარისხიან გადაცემებს.

ესაუბრა ლეილა ხალილოვა