სავაჭრო ცენტრ “ოქროს სამყაროსა” და ოქროსა და სხვა ძვირფასი მეტალით მოვაჭრეთა ბაზრებზე კატასტროფული ვითარებაა შექმნილი – აცხადებენ ამ სფეროში მომუშავე ბიზნესმენები. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ახალი კერძო საწარმო იხურება, ბაზრებში სულ უფრო მეტი დახლი ცარიელდება, – წერს გაზეთი “ჟამანაკი”.

გაზეთის კორენსპონდეტმა კომენტარი კერძო მეწარმე შოხიკს სთხოვა. “ვაჭრობა თითქმის 90%-ით შემცირდა. დაახლოებით 2 წელია, მანამდე შეძენილ საქონელს თვითღირებულებისა და ზოგჯერ უფრო იაფადაც ვყიდი, რათა არენდის ფული და გადასახადები გადავიხადო.  ორ წელზე მეტია მოგება არ მქონია, ასე გაგრძელება შეუძლებელია. პირველ სექტემბერს მეც დავიხურები”, – განაცხადა ბიზნესმენმა ქალბატონმა.

მისივე თქმით, ოქროთი სხვა მოვაჭრეებიც იმედოვნებდნენ, რომ ბაზრის მესაკუთრეები დახლის  არენდას შეუმცირებდნენ, მაგრამ ისინი დათმობაზე არ წავიდნენ. “ერთი კაპიკითაც არ შეამცირეს არენდის გადასახადი და ამ ბიზნესში ფულის დაბანდება სრულებით არარენტაბელური გახდა. ბაზრის მფლობელები თავის მხრივ ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ისინიც იხდიან გადასახადებს და მათთვის არახელსაყრელია. აი ასე ვცხოვრობთ”, – განაცხადა შოხიკმა და დასძინა, რომ არ უნდა ჰქონდეთ კარგი ვაჭრობის მოლოდინი, როდესაც ვაჭრობის ერთ სახეობას გადასახადების 10 სახეობა დააკიწრეს და  ოქრო გააძვირეს.

ანალოგიური ვითარება შეიქმნა ოქროს ბაზარზე მალატშიც. გაზეთის რედაქციაში ბაზრის ერთ-ერთმა მოვაჭრემ დარეკა და ჟურნალისტს ბაზარში მისვლა სთხოვა ბაზარში მისულიყო და ცარიელი დახლები გადაეღო. “გაოგნებული ვარ, ყოველდღიურად 2-3 ადამიანის კრეფს თავის ნივთებს და მიდის, ამას ეძახის მთავრობა სფეროს მოტივაციას? რა მოტივაციაზეა საუბარი, როდესაც გადასახადებიცა და ქირაც გვახრჩობს, კიდევ კრეტიდები გვაწევს მხრებზე”, – განაცხადა მოვაჭრემ- წერს გაზეთი “ჟამანაკი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here