შსს-ს შესახებ გადაღებული კლიპი MUSICBED-ის საერთაშორისო ფესტივალზეა წარდგენილი. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის PR- სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი წერს.

შს სამინისტროს საიმიჯო კლიპში სახელწოდებით “ისინი აშენებენ უსაფრთხო ქვეყანას” ასახულია სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ფუნქცია და მუშაობის სპეციფიკა.

სოციალური რეკლამის შექმნის მიზანი იყო უწყების საქმიანობის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირება, პოლიციელთა მიმართ ნდობის და მხარდაჭერის განმტკიცება.

ვიდეორგოლში ამერიკელი კომპოზიტორის ტონი ანდერსონის მუსიკა “The Impossible” არის გამოყენებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here