ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან საკონსტიტუციო რეფორმების განხილვისას, საპარლამენტო ფრაქცია “ორინაც ერკირ”-ის მდივანმა მჰერ შახგელდიანმა განაცხადა, რომ მდგრადი უმრავლესობის მექანიზმი – თამაშია ნულოვანი შედეგით.

“გამარჯვებული ყველაფერს მიიღებს”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ “მდგრადი უმრავლესობის“ მიზანი საზოგადოების მაქსიმალურად ფართო წარმოჩენის უზრუნველყოფაა.

შახგელდიანის თქმით, ვენეციის კომისიის წინასწარი შეფასება დადებითია, თუმცა კომისიის წევრთა მოსაზრებით, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში გარკვეული პრობლემები არსებობს.

თავის მხრივ, ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროექტი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.

“საკონსტიტუციო რეფორმის პროექტი ევროპულ სტანდარტებს არ ეწინააღმდეგება. ჩვენი კრიტიკა ძირითადად, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს ეხებოდა“, – განაცხადა მან.
სომხეთის საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here