UEFA-მ თბილისის “დინამო”  20 000 ევროთი დააჯარიმა. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ სანქციები რასისტული ქცევის, უკანონო ბანერებისა და დაპირისპირების გამო დაწესდა.

საქმე ეხება 2 ივლისს, აზერბაიჯული კლუბის – “გაბალასთან” მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტს, რის დროსაც  ქართველი და აზერბაიჯანელი გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

როგორც newposts.ge წერს, ფულად ჯარიმასთან ერთად, თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ კიდევ ერთი სანქცია დაწესდება, რომლის მიხედვითაც, გუნდი ერთ საშინაო მატჩს ნაწილობრივ ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here