ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ავიაკომპანია “ატლასგლობალს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეების ერთობლივი ინიციიატივით შემუშავდა საქართველოს ტურისტული ბაზრის განვითარების მხარდამჭერი ტურ-პროექტი. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდება სხვადასხვა სემინარებისა და ტრენინგების გამართვა ადგილობრივი ტუროპერატორებისათვის, წამყვანი ტუროპერატორების მოწვევა და ქართული ტურპაკეტების შეთავაზება; სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზება ადგილობრივი ტურისტული ბაზრის განვითარებისათვის.

“ავიაკომპანია “ატლასგლობალი” ქართულ ბაზარზე კომპანია “ატლასგლობალ ჯორჯიას” მიერ არის წარმოდგენილი და  თბილისი-სტამბოლის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს ასრულებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here