საქართველოს შავი ზღვისპირა ქალაქში ბათუმში ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია – “ჩვენ ვუთხარით არა ტრეფიკინგს”, რომელშიც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა “ლიდერთა სახლის” მოსწავლეები ჩაერთვნენ.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიმდინარე პროექტის მიზანია, ადამიანით ვაჭრობისა და (ტრეფიკინგი) მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და რისკების თავიდან აცილების საშუალებების გაცნობა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა.

როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველმა ქეთევან სარაჯიშვილმა განაცხადა, საზოგადოების ინფორმირება ტრეფიკინგის დანაშაულის შესახებ მეტად მნიშვნელოვანია მისი პრევენციისთვის, რადგან ხშირად ინფორმაციის არქონაა მიზეზი იმისა, რომ პირი ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის მსხვერპლი ხდება.

პროექტს – “ჩვენ ვუთხარით არა ტრეფიკინგს” – სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრი “მომავალი” ახორციელებს. ტრეფიკინგის პრევენციისთვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდება.

პროექტი 16 ოქტომბერს დასრულდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here