საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს შეხვდა, რომელიც ამჟამად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭოს წევრია.

“ოლბრაიტისგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა და პირობა, რომ ის ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ფორუმზე, ყველასაერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოს ადვოკატი იქნება. მსგავსი ადამიანების კეთილგანწყობა ჩვენისთანა ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნია, რადგან ეს ფაქტი საზოგადობრივი აზრის კონსოლიდაციას უწყობს ხელს”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში ხიდაშელმა ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდთან და სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში პუნიტ ტალვართან ორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების კუთხით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ვიქტორია ნულანდთან და პუნიტ ტალვართან საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების თემატიკის გარდა საუბარი ნატო-საქართველოს “რსებითი პაკეტით” გათვალისწინებულ პრორიტეტულ მიმართულებებსა და იმ რეფორმებს შეეხო, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა გაგრძელდეს.

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here