თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TIKA) საქართველოში საქველმოქმედო პროექტებს კვლავაც განახორციელებს. ასეთი მზადყოფნა სააგენტოს პრეზიდენტმა სერდარ ჩამმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვადრისას გამოთქვა.

“ჩვენ თურქეთთან და თურქ ხალხთან გულწრფელი ურთიერთობები გვაკავშირებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა TIKA-ს პრეზიდენტ სერდარ ჩამთან შეხვედრისას და განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა, რომ მაღალმთიან აჭარაში, ბეშუმობის დღესასწაულს ქართველები და თურქები გუშინ ერთად ზეიმობდნენ.

როგორც Dalma News-ს მთავრობის ადმინისტრაციის პესსამსახურში განუცხადეს, TIKA-ს წარმომადგენლობა საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტი აქვს განხორციელებული საგანმანათლებლო, კულტურის, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის მიმართულებით.

 შეხვედრაზე საუბარი საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ ურთიერთობებსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here