ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა “ჰორიზონტი 2020”-ის საინფორმაციო დღე “გარემოს დაცვა და ჰორიზონტი 2020 საქართველოში” თბილისში გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს განათლების და მეცნიერებისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების ერთობლივი ორგანიზებით  ჩატარდა.

გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების თემას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროკავშირის ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში. ამ პროგრამის ფარგლებში, გარემოსდაცვითი კვლევების მიზანს წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების მართვა და დაზოგვა, წყლის ეფექტურობა და კლიმატური ცვლილების გამომწვევი მიზეზებთან ბრძოლა. ამ თემის აქტუალურობის გათვალისწინებით, 2014-2020 წლების პერიოდისთვის ჰორიზონტი 2020-ის პროგრამის 80 მილიარდიანი ბიუჯეტის 35%-ზე გამოყოფილია კლიმატის ცვლილებასა და გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

“ყოველივე ეს განმაპირობებელი ფაქტორებია მდგრადი ეკონომიკისა და საზოგადოებისათვის, ისევე როგოც ჩვენი პლანეტის, მათ შორის საქართველოს, ბუნებრივი რესურსებისა და ეკოსისტემის გადარჩენისთვის”, – აღნიშნავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here