საქართველოს ეზიდთა ტაძარში გასულ წელს, ერაყში დაღუპული ეზიდების ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღვთისმსახურება ჩატარდა. ღონისძიებას სხვდასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი ესწრებოდა. სასულიერო პირებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს.

ღონისძიების ფარგლებში, ერაყში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტოსურათების გამოფენა გაიმართა, შედგა დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა ერაყის შანგალის რეგიონი დაიკავეს. ტერორისტების ქმედებების შედეგად 10 000-ზე მეტი ეზიდი დაიღუპა, 400 000-ზე მეტი კი დევნილი გახდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here