თბილისში, აბანოთუბნის, ქალაქ კალას მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ანტიკური ხანის უნიკალური აბანო აღმოაჩინეს, რომელიც ბუნებრივი თბილი წყლით მარაგდებოდა და დიდგვაროვნებისთვის იყო განკუთვნილი.

როგორც ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის თანამშომელი და ექსპედიციის ხელმძღვანელი მერაბ ძნელაძე აცხადებს, აღმოჩენა დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით I-III საუკუნეებით თარიღდება. განახლებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, 2 ათასი წლის წინანდელი არტეფაქტებია ნაპოვნი, მინისა და კერამიკის ნიმუშები, ასევე მონეტები. ამ დროისთვის არქეოლოგები ძირითადად გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.

“დაახლოებით 2000 წლის წინანდელი არტეფაქტები, ანუ უძრავი და მოძრავი ძეგლები გვაქვს ჩვენ აქ. წინასწარი შეფასებით I-III საუკუნეების ანტიკური ხანის აბანოა. ის განკუთნილი იყო მხოლოდ სამეფო ხელისუფლების დონის ადამიანებისთვის,” – აცხადებს არქეოლოგი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here