თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, საქართველო უნდა მიუახლოვდეს ევროკავშირში მიღებულ საწვავის სტანდარტებს. ამის შესახებ გიორგობიანმა ჟურნალისტებს თბილისის გარემოსდაცვით სტრატეგაზე საუბრისას განუცხადა.

“ბენზინისა და საწვავთან დაკავშირებულ რეგულაციებს საკანონმდებლო დახვეწა სჭირდება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ამას გვავალდებულებს კიდეც. ჩვენ უნდა მივუახლოვდეთევროკავშირში მიღებულ საწვავის სტანდარტებს. ავტომობილებისთვის და სხვადასხვა სატრანპორტო საშულებებისათვის საწვავების რეგულაციების შესახებ პრემიერის ბრძანებაც არის”, – განაცხადა მერიის წარმომადგენელმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here