ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანა და ეს სადამსჯელო ზომა ადგილზე დაჯარიმებით შეიცვალოს.ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ “სითი პარკთან” მოლაპარაკებები ერთი თვის წინ დაიწყო. ამ თემაზე კომენტარი დავით ნარმანიამ ისრალეში გააკეთა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, “სითი პარკს” მერიის წინადადებების გააანალიზებისა და არგუმენტირებული პასუხისთვის ერთთვიანი ვადა მისცეს. იმ შემთხვევაში თუ „სითი პარკი“ გონივრულ ცვლილებებზე არ წავა, თბილისის მერია უფრო რთულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელშეკრულება შევცვალოთ ისე, რომ ქალაქისთვის მიყენებული ზარალის კომპენსირება მოხდეს. ამასთან, დაჯარიმების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბალანსი და თანაბრად განაწილდეს შემოსავლები „სითი პარკსა“ და ბიუჯეტს შორის. რამაც უნდა დაასრულოს ამ ერთი კომპანიის მონოპოლიური მდგომარეობა ბაზარზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების განვითარებაზე, ირჩევა ტერიტორიები, რამაც ამ თვალსაზრისით “სითი პარკის” მონოპოლიური მდგომარეობა უნდა შეასუსტოს. “ჩვენ ვემიჯნებით პოლიტიკურ პოპულიზმზე აგებულ განცხადებებს და საქმიანად გვსურს პრობლემის მოგვარება”, – აცხადებს დედაქალაქის მერი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here