თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი დღეს, ბუქარესტში, “NETA”-ს საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა. უცხოელი მაყურებლის წინაშე დასი სპექტაკლით “შუა ზაფხულის ღამის სიზმარი” წარსდგება.

დასი ბუქარესტში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა.

როგორც Dalma News -ს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უილიამ შექსპირის ცნობილ ნაწარმოებზე “(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი” შექმნილი სპექტაკლის რეჟისორი დავით დოიაშვილია.

ფესტივალი 30 აგვისტომდე გასტანს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here