თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი პოლიციელი დაიჭრა. დაშავებულები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები არიან. მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

როგორც Dalma News-ს  შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, დამნაშავემ პოლიციელებს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალა. ამჟამად მიმდინარებს სამძებრო სამუშაოები მის დასაკავებლად.

დაჭრილი პოლიციელების მდგომარეობას რაც შეეხება, როგორც უწყებაში აცხადებენ, ორივე სამართალდამცველი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, მეორე დაჭრილს კი ოპერაცია ჩაუტარდა და კლინიკაში რჩება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here