თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტი წარუდგინა.

მისი განცხადებით, 2015 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის 46 მლნ, 654 ათასი ლარით გაზრდა არაერთი მნიშვნელოვანი მიზეზითაა განპირობებული. როგორც გიორგი ხელაიამ აღნიშნა, მათ შორის საგულისხმო, თბილისში 13-14 ივნისს სტიქიის შედაგად დატრიალებული ტრაგედიის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა, ასევე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის და უეფას სუპერთასის ხელშეწყობისათვის საჭირო თანხების მოპოვებაა.

მერის მოადგილის განმარტებით, ქალაქის მასშტაბით ავარიული შენობების გასამაგრებლად, მიწისქვეშა გასასვლელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხების მობილიზების კუთხით, ასევე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზოოლოგიური პარკის მოწყობისა და სპორტული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დროული გადაჭრისთვის, აუცილებელია ბიუჯეტიდან თანხების გადანაწილება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here