თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სამზადისი დასასრულს უახლოვდება. სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ოფიციალური ვებ-გვერდი www.tbilisisilkroad.ge, რომელზეც ფორუმში მონაწილეობის მსურველებს, როგორც დარეგისტრირება, ასევე – ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გმართულ კომისიის სხდომაზე დღეს, აბრეშუმის გზის ფორუმთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

როგორც Dalma News-ს მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, როგორც სამთავრობო დონეზე, ისე – ბიზნესის კუთხით ფორუმში მაღალი რანგის წარმომადგენლობით მონაწილეობის სურვილი არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად უკვე 200-ზე მეტი ბიზნესმენი დარეგისტრირდა. ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ფინანსური ინსტიტუტები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსებულ აბრეშუმის გზის ფორუმს თბილისი, 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს. ახალი პლატფორმის მიზანია ხელს შეუწყოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროში. ასევე ბიზნესებს შორის კავშირებისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here