გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო სამხედრო – ტექნიკური ცენტრი “დელტა”, გარემოს დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს გაუწევს დახმარებას, გარემოსდაცვითი მიზნებისთვის, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში და სათანადო საექსპერტო კონსულტაციების გაწევაში.

მემორანდუმი ასევე სამხედრო – ტექნიკური ცენტრ “დელტას” მიერ რადარული ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას ითვალისწინებს.

“მემორანდუმის მიზანია სამინისტროებს შორის კოორდინირებული, სწრაფი და მოქნილი უწყებათაშორისი თანამშრომლობის ჩამოყალიბება”, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here