რუსეთში მოღვაწე, ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი, ბათუმში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს “მუსიკა საზღვრებს გარეშე” გამართავს.

ფესტივალის ბათუმის პიაცაზე გაიმართება და მთლიანად ქართულ და ევროპულ რეპერტუარს დაეთმობა. 21 აგვისტოს პიაცაზე თამარ გვერდწითელთან ერთად იმღერებენ: ანსამბლი “შვიდკაცა”, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი. მათ გამოსვლას მუსიკალურად სიმფონიური ორკესტრი და ბენდი – ბათუმის მუსიკალური ცენტრი გააფორმებს. 23 აგვისტოს კი მათთან ერთად სცენაზე გამოვლენ ტენორი ალესანდრო საფინა და იტალიელი აკორდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთები იყიდება biletebi.ge-ზე, ბათუმის საზაფხულო თეატრისა და ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრის სალაროებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here