ქართული ეროვნული ბალეტი “სუხიშვილები” 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გრანდიოზულ დასკვნითი კონცერტებს ბათუმში, 14,15 და 16 აგვისტოს ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გმართავს. ღონიესძიებაზე, რომლის ორგანიზატორია “საქართველოს კულტურის პალატა”,  მოწვეულნი არიან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი და საქართველში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.

კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, მაყურებელი კიდევ ერთხელ გადაავლებს თვალს ანსამბლის განვლილ გზას, რაც “სუხიშვილებმა” 70 წლის განმავლობაში შექმნეს.

ქორეოგრაფიული ანსამბლი, 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა და იმავე წელს გამართეს პირველი კონცერტი. 1948 წელს პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს მიენიჭა “აკადემიურის” სტატუსი. “სუხიშვილებს” განხორციელებული აქვს ორასზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19 200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა. 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა.1985 წლიდან ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო თენგიზ სუხიშვილი.

ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. “მოდერნ-ბალეტის” პრინციპებთან, თუმცა მისი არსითა და პოეტიკით, იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა და ანსამბლის დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი – ნინო სუხიშვილი. 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ანსამბლი მართავს ტურნეს საქართველოსა და მსოფლიოს მაშტაბით. თბილისის 13-14 ივნისის სტიქიის  გამო, ანსამბლის კონცერტებმა საქველმოქმედო სახე მიიღო. მსურველებს ბილეთების შეძენა www.biletebi.ge-ს საიტზე შეუძლიათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here