სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროგრამას, რომელიც ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების თავმოყრას და საინფორმაციო ბაზის განახლებას გულისხმობს, რაც მიზნად ისახავს, სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესებას, კონტროლის ეფექტიანად განხორციელებას და რესურსების ოპტიმიზაციას.

როგორც Dalma News-ს სააგენტოში განუმარტეს, მათი წარმომადგენლები ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიძიებენ.

აღრიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

ბიზნესოპერატორი არის პირი, რომლის საქმიანობაც უკავშირდება სურსათის-ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here