ამერიკული კერძო ანალიტიკური კომპანია Stratfor-ის კვლევების თანახმად, რომელსაც ასევე ჩრდილოვან ცენტრალურ სადაზვერვო კომპანიას უწოდებენ, ევროკავშირის მიმართ რუსეთის საპასუხო სანქციების შედეგად ყველაზე მეტად ბალტიისპირა ქვეყნები დაზარალდნენ, მაშინ, როდესაც სარგებელი ნახეს ბელორუსმა, საქართველომ და სერბეთმა. ამის შესახებ EADaily ამერიკული ანალიტიკური კომპანიის კვლევებზე დაყრდნობით იტყობინება.

“2015 წლის მონაცემებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები – ესტონეთი, ლატვია და ლიტვა, რომლებსაც თავიანთი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისთვის ტრადიციულად რუსული ბაზრის იმედი ჰქონდათ, ყველაზე მეტად დაზარალდნენ”,- იტყობინება Stratfor-ი.

სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურმა სანქციებმა  მნიშვნელოვანად დააზარალა ის პროდასავლური ქვეყნებიც, რომლებიც არ შედიან ევროკავშირში, კერძოდ, მოლდოვა და უკრაინა. Stratfor-მა ასევე გამოაქვეყნა მონაცემები იმის შესახებ, თუ ვინ დარჩა მოგებული „სანქციების ომის“ შედეგად. ესენია: ბელორუსი, რომელმაც ბოსტნეულის, ხილისა და თევზის ექსპორტი რუსეთში 44-60%-ით გაზარდა; საქართველო ( ბოსტნეულის ექსპორტმა რუსეთის ფედერაციაში 18800%-ს მიაღწია), ყაზახეთი (ხორცის ექსპორტი 610%-ით გაიზარდა, ბოსტნეულის – 513%-ით), მაკედონია (ხილის ექსპორტი რუსეთში 479%-ით გაიზარდა), სერბეთი (ხორცის ექსპორტმა რუსეთის ფედერაციაში 6 543% აჩვენა).

საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მნიშვნელოვნ ზრდას რამდენიმე ფაქტორი იწვევს.  გამოკითხული ეკონომისტების აზრით, ქართული ბოსტნეულის ექსპორტის ასეთი მკვეთრი და მასშტაბური ზრდა ძნელი დასაჯერებელია. საუბარია საქართველოს ტერიტორიის გავლით იმ ქვეყნების პროდუქციის რეექსპორტზე, რომლებსაც რუსეთის სანქციები შეეხოთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2013 წლის დასაწყისიდან რუსეთმა თანდათან დაიწყო ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის იმპორტზე შვიდწლიანი ემბარგოს მოხსნა. შედეგად, 2014 წელს რუსეთის ფედერაციაში ქართული ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here