სექტემბერში სტამბულისა და კიევის ბიენალეებზე ქართულ-უკრაინული გამოფენა მოეწყობა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენა – “ფიქრის ფორმის მანიფესტი – გაუჩინარების გზა” 2-30 სექტემბერს, სტამბულის საერთაშორისო ხელოვნების მე-14-ე ბიენალეს პარალელური პროგრამის ფარგლებში და კიევის ბიენალეზე, (8 სექტემბერი-1 ნოემბერი) იქნება წარმოდგენილი.

ქართული გამოფენის იდეის ავტორი ცნობილი ავსტრიელი კურატორი გეორგ შოლჰამერია, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით, თბილისს 2-4 ივნისს სტუმრობდა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გეორგ შოლჰამერი სხვადასხვა სახელოვნებო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, კურატორებს და ხელოვანებს შეხვდა, 100-ზე მეტი არტისტის პორტფოლიოს გაეცნო და არჩევანი 3 ქართველ არტისტზე – ანა ჩადუნელზე, თამარ ჭაბაშვილზე და უტა ბექაიაზე შეაჩერა. პარალელურად, ქართულ-უკრაინულ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად არტისტები შეირჩნენ უკრაინიდანაც – ანა ზვიაგენცევა და ლადა ნაკონეჩნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here