სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა, მინისტრთა აპარატს ქვეყნის იუსტიციის ახლადდანიშნული მინისტრი არპინე ოვანისიანი წარუდგინა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრეს-სამსახური იტყობინება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არპინე ოვანისიანის მინისტრად დანიშვნისას, მან და პრეზიდენტმა მისი პროფესიული ცოდნა, გამოცდილება და მიუკერძოებლობა გაითვალისწინეს.

პრემიერი იმედოვნებს, რომ პროფესიონალების გუნდთან ერთად ახალი მინისტრი იუსტიციის სფეროში შეძლებს დასახულ მიზნებს მიაღწიოს და წარმატებით განახორციელებს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს.

ოვიკ აბრამიანმა არპინე ოვანისიანს მინისტრად დანიშვნა მიულოცა და ეფექტიანად მუშაობა უსურვა.

ოვანისიანმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენსა და პრემიერ-მინისტრს დიდი ნდობის გამოხატვისთვის და დასძინა, რომ გუნდური მუშაობისა და  ერთგულების წყალობით შეძლებენ მიაღწიონ დასახულ მიზნებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here