სომხეთის პარლამენტში დაიწყეს სახელმწიფო სამართლებრივი საკითხების კომისიის მიერ ინიცირებული, საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ კანონპროექტის მოსმენები.

როგორც კომისიის მეთაურმა ოვანეს სააკიანმა განაცხადა, მოსმენების ჩატარების მიზანია ფართო საზოგადოებრივი განხილვების უზრუნველყოფა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმებს საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მოსმენებში მონაწილეობისათვის განაცხადი 80-ზე მეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ წარადგინა, დარეგისტრირდა 100 სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება. საზოგადოების წარმომადგენლების გარდა მოსმენებში მონაწილეობას პარლამენტის წევრებიც მიიღებენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ძირითად მომხსენებლებად საკონსტიტუციო რეფორმების შემუშავების კომისიის წევრები: ვარდან პოღოსიანი და გრაიგ ტოვმასიანი დანიშნეს. მოსმენებზე გამოსვლისას, ვარდან პოღოსიანმა ძირითადად საკონსტიტუციო რეფორმების შემუშავების მიზეზებსა და მიზნებზე, მათი შემუშავების პროცესებზე ისაუბრა. მან ასევე ქვეყნის მთავარი კანონის ძირითადი შესწორებები წარადგინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here