სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მონაწილეობა მიიღო მეექვსე სრულიად სომხური ზაფხულის თამაშების გახსნის საზეიმო ღონისძიებაში. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა:

“ძვირფასო თანამემამულენო!
გულითადად გილოცავთ ზაფხულის მეექვსე სრულიად სომხური თამაშების მონაწილეებსა და სტუმრებს. ჩვენი დებისა და ძმების, ყველას სახელით ვამბობ: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშობლოში, სომხეთში.

როგორც წესი ოლიმპიური მოძრაობა დიდ და მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს  თანამედროვე მსოფლიოში. ყველა ქვეყანა და ხალხები ამ მოძრაობაში მონაწილეობას პატივად და ბედნიერებად მიიჩნევენ. ოლიმპიური თამაშები უდაოდ ეფუძნება ჯანსაღი კონკურენციის, სამართლიანი ბრძოლისა და ძლიერის გამარჯვების  პოსტულატს, სადაც უმნიშვნელოვანესი არის მონაწილეობა და არა გამარჯვება.

მსოფლიო თამაშების ორგანიზებისას ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო შეძლებისდაგვარად ბევრი მონაწილე მიგვეღო, რათა სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჩვენში მაქსიმალურად გავრცელდეს. მეტიც, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სპორტმა დააახლოვოს ადამიანები და ერთი რეალობის მონაწილენი გახადოს, რათა მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ჩვენი ხალხები გაერთიანდნენ.

ძვირფასო სპორტსმენებო!

დარწმუნებული ვარ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ღირებულებები ჩვენს გულებში ცხოვრობს. მეექვსე სრულიად სომხურ თანაშებში მონაწილეობისთვის სპორტსმენები  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან.  მოდით შევხედოთ და დავინახოთ, როგორი პროგრესი მივიღეთ ჩვენ გასული 16 წლის განმავლობაში. 1999 წელს გამართულ პირველ თამაშებთან შედარებით ერთი მესამედით გაიზარდა მონაწილე ქვეყნების რაოდენობა, 23-დან 36-მდე. ორნახევარჯერ გაიზარდა მონაწილე ქვეყნების რაოდენობა, 63-დან 175 -ს მიაღწია, თამაშების მონაწილეების რაოდენობა კი 6-ჯერ გაიზარდა და 1141-დან 6 350-ს მიაღწია. სპორტული სახელობები კი 17-მდე გაიზარდა.
ზოგიერთი აქ მყოფი უკვე მეოთხე, ან მეხუთე თაობას წარმოადგენენ, რომლებიც დიასპორებში დაიბადნენ. თქვენს შორის არიან ადამიანები, რომლებმაც პირველად იხილეს სამშობლო. არიან ადამიანები, რომლებსაც უჭირთ სომხურად საუბარი. მაგრამ ყველას სულში მუდამ არის სომხეთი, ხომხეთის გული კი ყველა მათგანისთვის გახსნილია.

აქ მყოფ თითოეულ ადამიანს ერთი საერთო აქვს – სომხური თვითმყოფადობა. ყოფიერებას როგორი ახალი, ან დამატებითი ფენებიც არ უნდა დაემატოს, სომხობა და ის, რომ ჩვენ სომხები ვართ – მომდინარეობს თითოეული ჩვენგანის თვითმყოფადობიდან. ის თვითმყოფადობა, რომელიც წელს, ხასიათდება სომეხთა გენოციდის მემორიალური ღონისძიებებით, გვაიძულებს გავიმეოროთ 2015 წლის დევიზი – ჩვენ გვახსოვს და მოვითხოვთ. ძვირფასო მეგობრებო!

დღეს ამ საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას ღებულობენ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები სომხეთის, არცახისა და დიასპორების ყველა კერიდან.

თქვენ ამ დღეებში, ამ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა უნდა მიიღოთ ისე, როგორც ეკადრებათ სომხებს – სამართლიანად, ნამდვილი ოლიმპიური სულით. ამ დღეებში თქვენ ახალ მეგობრებს გაიჩენთ და ამ მეგობრობის ცეცხლს მთელი ცხოვრების მანძილზე შეინახავთ. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო თამაშების ცეცხლი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენთვის ორიენტირი.

ყველა ჩვენგანს ვულოცავ სრულიად სომხური თამაშების გახსნას.

გმადლობთ”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here