საქართველოსა და სომხეთს აგაგრული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების რეალური პერსპექტივა აქვთ. ეს განცხადება თბილისში, საქართველოსა და სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.

“ბაზრების დივერსიფიკაციის თემა ჩვენი ქვეყნის აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის მნიშვნელოვანია ახალ ბაზრებზე პროდუქციის გატანა. კოლეგა მინისტრთან ამ საკითხთან დაკავშირებითაც ვიმსჯელეთ და პოზიციები და სამომავლო გეგემები განვიხილეთ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

„ჩვენთან განვითარებულია სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება, თევზის წარმოება, სუფრის ყურძნის წარმოება. ეს მიმართულებები თქვენთვისაც საინტერესოა. აქედან გამომდინარე, ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად ნაყოფიერი შეიძლება იყოს. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთობლივი წარმატებები“, – განაცხადა სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სერგო კარაპეტიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყანაა, საქართველომ კი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა. აქედან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის შესაძლებელია ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება.

ოთარ დანელიამ სომეხ კოლეგასთან ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი მეზობელ ქვეყანაში აქტიურად ხორციელდება, განსაკუთრებით აღსანიშნავია სომხეთში ციტრუსის ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here