სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის, ადიგენის და ბორჯომის რაიონებში მცხოვრებმა 30 პირმა ჩააბარა შემდეგი დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 8041 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა ტიპის 18 ჭურვი, სხვადასხვა სახის 77 ხელყუმბარა, სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 10 მჭიდი, 8 გადაჭრილი თოფი ე.წ. “აბრეზი”, 400 გრ ტროტილი, 25 ამფეთქი ფალია, 4 საკვამლე კოჭა, 1 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის 9 ამფეთქი და 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here