ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ევროპის სახლში ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” სამოყვარულო ვერსია გაიმართება.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობენ ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც საქართველოში ახალგაზრდობის საკითხებზე ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, დასაქმებისა და განვითარების, და სამოქალაქო მონაწილეობის ამაღლების კუთხით მუშაობენ.

“ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის მიზანია ახალგაზრდების წახალისება, რათა დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ახალგაზრდული საკითხების და ღონისძიებების შესახებ”, – აცხადებენ გაეროს ფონდში.

გამარჯვებულთა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიაში მთავრობის, გაეროს მოსახლეობის ფონდის და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here