საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, ნატოს ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, აგვისტოს ბოლოს საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტისა და ცენტრის გახსნის დეტალები განიხილეს.

ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის პროექტის მიმდინარეობაზე.

როგორც Dalma News-ს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრი თინა ხიდაშელი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის საქართველოში მოვლენილი მრჩეველთა ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ტორსტენ კოჰლერს, მის მოადგილესა და ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები (ODC) ესწრებოდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here