სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ბელარუსის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის მებოსტნეობისა და მეკარტოფილეობის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორს – ვლადიმერ მახანკოსა და მებოსტნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ჩაიკოვსკის შეხვდნენ, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ბელარუსის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის მებოსტნეობისა და მეკარტოფილეობის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს წამყვანი ადგილი უკავია ერთწლოვანი კულტურების განვითარებასა და მის სამეცნიერო-ინოვაციურ კვლევებში.

შეხვედრის ძირითადი თემა ცენტრებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი სამეცნიერო საქმიანობებია, რომელიც მოიცავს კარტოფილის ბელარუსული ჯიშების ეკოლოგიურ კვლევას საქართველოს სხვადასხვა ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში, და მათი ხარისხისა და მოსავლიანობის პერიოდულ მონიტორინგს.

დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here