საგარეო საქმეთა სამინისტრომ, “Viber”-ში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალში” შეყვანის გამო კომპანიას მიმართა.

როგორც საგარეო უწყებაში განაცხადეს, შედგა კომუნიკაცია “Viber”-ის ოფისთან კვიპროსში, შედეგად მოხდა აფხაზეთისა და სამხრეთ ისეთის ამოღება “Viber out” ზარის ფუნქციის ჩამონათვალიდან.

“ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა “Viber”-ის სათაო ოფისთან ისრაელში, რათა მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ამოღება აპლიკაციის ჩამონათვალიდან”, – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა Dalma News-თან საუბარში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here