იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გერმანიის სახელმწიფო წუხს, როდესაც საქართველოს მოქალაწეები არალეგალურად მიედინებიან დასავლეთ ევროპაში.

“მათ ატყუებენ, ეუბნებიან, რომ დასაქმდებიან და გამდიდრდებიან. რეალურად კი, რომ ჩადიან, გერმანიაში, საფრანგეთში თუ სხვაგან, არავითარი სამსახური არ ხვდებათ და კიდევ უფრო შეჭირვებულ მდგომარეობაში არიან ჩვენი ქართველები, ვიდრე სამშობლოში იყვნენ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, სადაც “ამბასადორიალი -2015”-ის ფარგლებში გერმანიაში საქართველოს ელჩს ლადო ჭანტურიას შეხვდა და საქართველოდან წასული არალეგალების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

თეა წულუკიანის თქმით, ელჩი საქართველოს მთავრობისგან ითხოვს, ქვეყნის შიგნით გააქტიურდეს კამპანია და საქართველოს მოქალქეებმა იცოდნენ, რომ დასავლეთ ევროპაში ქართველებს სამსახურს არ ახვედრებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უკანონოდ წავლენ და იქ ზოგიერთი მათგანი კრიმინალში გაეხვევა. ასეთ შემთხვევაში კი, წულუკიანის თქმით, საქართველოს გაუჭირდება დასავლეთ ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია მიიღოს.

“დასავლეთ ევროპა ელდორადო არ არის, დასავლეთ ევროპაში არავინ არავის არ ახვედრებს მზამზარეულ სამსახურს და თუ წინაასწარ არ ვიცით, სად მივდივართ და რა ხელფასი გვექნება, ამგვარ წასვლაზე არ უნდა დავთანხმდეთ, იმიტომ, რომ შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს ქვეყანაში უკან დაბრუნების ფულიც აღარ აქვთ”, – მიაჩნია თეა წულუკიანს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here