ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილე, თბილისის ყოფილმა ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის კანდიდატად დაასახელა, პირველი განცხადება გააკეთა. მისივე თქმით, ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარებისათვის საჭიროა მთავრობის მიერ აღებული კურსის შენარჩუნება.

“კერძო სექტორის წახალისება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის სფეროს განვითარება, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნისა და მომსახურების სფეროში საქართველოს პოტენციალის შემდგომი განვითარება, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, საპენსიო რეფორმა – სწორედ ეს არის ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტები”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს ყველა იმ რეფორმისა და პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილმა და გიორგი კვირიკაშილმა დაიწყეს.

“ახალი ამბები – საქართველო” – ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში ქუმსიშვილი თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე დაინიშნა. მანამდე კი საქართლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ქუმსიშვილი ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ის პროფესიით ეკონომისტია და როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე კერძო კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here