რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს დასავლელი პარტნიორები რუსეთთან რთული დიალოგის გაგრძელებას მხარს უჭერენ.

როგორც აბაშიძემ სასტუმრო “თბილისი რუმსში”, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილე, მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელ დევიდ კრემერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე ძირითადად საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, აბაშიძე-კარასინის არაფორმალურ დიალოგზე, არსებულ პრობლემებსა და სირთულეებზე ისაუბრეს. ასევე იმ რაციონალურ, პრაგმატულ მიდგომას შეეხო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ აქვს.

“საინტერესო საუბარი იყო და სასარგებლოც. არსებობს გაგება იმასთან დაკავშირებით, თუ რა რთულ რეგიონში ვიმყოფებით. ამ ვითარებაში დიალოგი აუცილებელი და გარდაუვალია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა. სასტუმრო “თბილისი რუმსში” ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საერთაშორისო კონფერენცია – “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here