გაერო-ს დაარსების 70-ე წლისთავისა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული ქართული მეთოდის იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანის აღსანიშნავად, გაერო-ს ჟენევის ოფისს საქართველოსგან ოფიციალურ საჩუქრად ქვევრი გადაეცემა.

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჟენევაში გაერო-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

ქვევრი და შესაბამისი საინფორმაციო აბრა მიმდინარე წლის სექტემბერში განთავსდება ჟენევის გაერო-ს ოფისის შიდა ეზოში, რის შემდეგაც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება ამ მოვლენისადმი მიძღვნილი სპეციალური ცერემონიალის კონკრეტული თარიღი.

აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში,  3 მარტს გაერო-ს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორთან, მიხაელ მიოლერთან გამართული შეხვედრის დროს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here