ბელარუსი და საქართველო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას ააქტიურებენ. ამასთან დაკავშირებით გუშინ, 25 აგვისტოს, ბელარუსის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო  “ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” №711-ე დადგენილება. დოკუმენტს ხელი 23 აპრილს მოეწერა,  ბელარუსის დელეგაციის თბილისში ვიზიტის დროს.

მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა რესპუბლიკის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების მოგვარების შესახებ ანგარიშის წარდგენა, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებისთვის.

მანამდე, “Грузия-Онлайн-“ი იტყობინებოდა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აპირებს საქართველოში საელჩო წლის ბოლომდე გახსნას.

“ჩემის აზრით, წლის განმავლობაში ამ საკითხს მოვაგვარებთ. ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი თანხები და საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობას წლის განმავლობაში აუცილებლად გავხსნით,” – განუცხადა ბელარუსის ლიდერმა ჟურნალისტებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here