საქართველო და აზერბაიჯანი ტურიზმის სფეროში ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ, საუბარია საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი ტურისტული მარშრუტების შექმნის პერსპექტივებზე, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მარკეტინგული კამპანიების განხორციელებაზე.

როგორც Dalma News-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ბაქოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა აბულფას გარაევმა ისაუბრეს და თანამშრომლობის გაფართოებისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი ჩოგოვაძემ აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოში მიმდინარე ტურისტული პროექტები გააცნო და განაცხადა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.

აზერბაიჯანში ვიზიტისას ჩოგოვაძემ აზერბაიჯანის საკონვენციო ბიუროსა და აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციაშიც გამართა შეხვედრები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აზერბაიჯანში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, საქმიანი ტურიზმის – MICE ტურიზმის სფეროში გამოცდილებების გაზიარებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here