განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს, ყველა მოსწავლეს ექნება ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება და აღარ ექნებათ სახელმძღვანელოების შეძენის პრობლემა.

როგორც Dalma News-ს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ძირითადად დასრულებულია სახელმძღვანელოების დახარისხების პროცესი და სასწავლო წლის დასაწყებასთან ერთად, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სახელმძღვანელოების სრულ პაკეტს მიიღებს. პაკეტი მოიცავს როგორც მაღალი ქულით შეფასებულ, უკვე გამოყენებულ სახელმძღვანელოებს ასევე, ახალ წიგნებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს თბილისის რამდენიმე სკოლას ეწვია და პირადად გაეცნო სკოლებში არსებული სახელმძღვანელოების მდგომარეობას, დაინტერესდა სკოლების საჭიროებებით.

მინისტრის თქმით, “მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისЭპროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ სასკოლო სახელმძღვანელოები, ახალი სასწავლო წლიდანაც წარმატებით განხორციელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here