2015 წლის 2 იანვრიდან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლით სომხეთმა თავისი ეკონომიკა მჭიდროდ დაუკავშირა ბლოკის დანარჩენ ეკონომიკებს. ამ კონტექსტში ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონის “ჩრდილოვანი” მოთამაშის ინტერესები – ირანის ისლამისტური რესპუბლიკა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან და ასევე რეგიონში ვითარებაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს – სანქციების მოხსნასთან ერთად ხომ, მოსალოდნელია ირანული დიპლომატიის გააქტიურება. ირანულ მედიაში გასული ინფორმაციებით ვიმსჯელოთ იმაზე, თუ, როგორი განწყობაა ირანის ისლამისტურ რესპუბლიკაში რუსეთის მიმართ.

მაშ ასე, რუსეთ-ირანის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ასადულა ასგაროლადიმ რამდნიმე დღის წინათ განაცხადა, რომ ამდროისთვის ორივე მხარე დიდ ძალისხმევას ახმარს იმას, რომ ტვირთბრუნვა 2 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდონ.

ეკონომიკისა და საერთაშორისო კოორდინაციის ოფისის მთავარი მენეჯერის ქარიმ აბადის თქმით, რუსეთ-ირანის საოლქო კონგრესის მესამე შეხვედრა ქალაქ შარაზში გაიმართება. “ფარსას ოლქის დედაქალაქში 17-18 აგვისტოს გაიმართება რუსულ-ირანული ერთობლივი ეკონომიკური კონგრესი, 16 გენერალური ხელმძღვანელის მონაწილეობით, სადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრებენ. რუსეთი, რომელიც ამდროისთვის ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, ირანისთვის კარგ ბაზრად მიიჩნევა,”- აცხადებს აბადი.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის პროექტს ხელს რუსი და ირანელი სახელმწიფო მოხელეები მომდევნო შეხვედაზე მოაწერენ.

ირანის ელჩი რუსეთში მეჰდი სანაი თავის მხრივ აცხადებს, რომ 2015 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა და 1,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. დიპლომატის თქმით, 2012-2013 წლებში დაფიქსირებული ვარდნა სტაბულური ზრდით შეიცვალა. ირანის წიინააღმდეგ სანქციების დაწესებამდე, კი ორმხრივი ტვირთბრუნვა 4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

სანაი დარწმუნებულია: რადგან ირანი და რუსეთი ენერგომატარებლების ექსპორტიორი ქვეყნები არიან, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ქვეყნები ვერ ითანამშრომლებენ. გარდა ამისა, სანაის მოჰყავს რუსეთ-ირანის საქმიანი საბჭოს თავმჯდომარის ვიქტორ მალნიკოვის სიტყვები, რომელიც მიიჩნევს, რომ ბირთვული შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა უკვე 10 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. ელჩმა ასევე გაიხსენა უფაში ორი ქვეყნის ლიდერების ბოლო შეხვედრა, სადაც მათ უკმაყოფილება გამოთქვეს რუსეთსა და ირანს შორის ტვირთბრუნვის ამჟამინდელ მდგომარეობაზე.

რაც შეეხება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს, ამ უკანასკნელის თქმით, ორივე მხარეს აქვს მსგავსი პოზიცია ბევრ საკითხში, რუსეთის ფედერაციაც მხარს უჭერდა თეირანს ბირთვულ მოლაპარაკებებში. “რუსეთი ბითვული პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეა და ამჟამინდელი შეთანხმების პირობებში ასევე იქნება ირანის მთავარი ბირთვული პარტნიორი,” – განაცხადა ზარიფმა რუსეთის “პირველი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ენერგოსექტორი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არის ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის ორი უმთავრესი სფერო. ბუნებრივი აირისა და ნავთობის მრეწველობაში თანამშრომლობის მხრივ, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების სტაბილურობით. ორივე ქვეყანა ასევე არის რეგიონში სტრატეგიული პარტნიორი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სანქციების მოხსნითანავე ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ჩვენს რუს მეგობრებთან თანამშრომლობაზე, რომლებიც ჩვენთვის არა მხოლოდ მეზობლები, არამედ სტრატეგიული პარტნიორებიც არიან,” – დასძინა მინისტრმა.

თევზი – ასევე ფაქტორია, მითუმეტეს ირანული. თევზის მრეწველობის ირანული ორგანიზაციის შეფასებით ირანი გეგმავს ამ კალენდარული თვის ბოლომდე რუსეთში 20 ტონა თევზის პროდუქტების ექსპორტის განხორციელებას. კერძოდ, ეს არის კრევეტები, კალმახი, საკვებად არგამოსადეგარი თევზის სახეობა, კონსერვირებული და სხვა. უწყებაში დასძენენ, რომ 19 ირანულმა კომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი რუსეთში თავიანთი პროდუქცია გაიტანონ. მათ რუსეთის მთავრობისგან დადებითი პასუხი მიიღეს.

“რუსეთის მიმართ დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებისთანავე, ირანის თევზჭერის ორგანიზაციები განიხილავდნენ თავიანთი პროდუქციის ამ ქვეყანაში ექსპორტის შესაძლებლობას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ირანულ პროდუქციაზე გადასახადები 2, 25 % -ით შემცირდება. მანამდე ეს მაჩავენებელი 25%-ს შეადგენდა. რაც მიზნობრივ ბაზრებზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს ირანელი ექსპორტიორების კონკურენტუნარიანობაზე,” – აცხადებენ თევზჭერის ირანულ ორგანიზაციაში.

ასმიკ პეტროსიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here