კახეთის რეგიონში, ყვარელსა და თელავში დაფიქსირებული მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევების გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ნორო ვირუსია. ბოლო ინფორმაციით, ყვარლის საავადმყოფოს ნოროვირუსით ინფიცირებულმა 140-მა ადამიანმა მიმართა. ამ დროისათვის, მათი უმრავლესობა მკურნალობის კურსს სახლში განაგრძობს.ინტოქსიკაციის ნიშნებით მოსახლეობა ყვარლისა და თელავის საავადმყოფოებს 2 დღეა, მიმართავს. არსებობს ვარაუდი, რომ ვირუსის გავრცელების მიზეზი წყალია.

როგორც Dalma News-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სასმელი წყალი, რომელსაც ადგილობრივები იყენებდნენ იყო სუფთა და ადამიანთა მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი შესაძლოა ჰიგიენური ნორმების დაუცველობით გამოწვეული ნორო ვირუსია, რასაც ხელების დაუბანლობა, ჰიგიენის ნორმების დაუცველობა იწვევს.

მათივე ინფორმაციით, ყოველი შემთხვევისთვის, პაციენტის სინჯებზე ბაქტეოროლოგიური კვლევა ტარდება. კახეთის მასშტაბით სტაციონარში ამ დროისთვის ინტოქსიკაციის დიაგნოზით შემოსული ერთი პაციენტი რჩება, რომელიც მკურნალობას ყვარელში გადის.

“გუშინ ინტოქსიკაციის ჩივილებით პაციენტების შემოსვლამ თანდათან იკლო, დღეს კი პაციენტები აღარ შემოსულან”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here