სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო პურის ფასის მატებაზე საუბარი ნაადრევია.

“ჯერ არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს, ვინაიდან ვითარება ზოგადად არ არის კრიტიკული. არსებობს სხვადასხვა სახის ბიზნესმოდელი, სხვადასხვა ტექნოლოგია. ამიტომ რთულია კონკრეტულად საუბარი,”- განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ და დასძინა, რომ მისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პური არ გაძვირდეს.

ოთარ დანელის თქმით, მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს, როგორც დარგს და იმ მეწარმეებს, რომლებიც აწარმოებენ პურს, რათა ყველა დაბრკოლება მინიმალიზირებული იყოს. დანელიას თქმით, სწორედ ამ მოტივით გადაავადეს ფქვილის რეგლამენტი პირველ იანვრამდე.

თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდასთან დაკავშირებით მანამდე Dalma News-ი წერდა, რომ სემეკის 3 სექტემებრის გადაწყვეტილებით, დღგ-ის გარეშე, 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით, 1 კვტ დენის ფასი 11.000 თეთრი იქნება; 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 14.4 თეთრი, 301 კვტ.სთ-დან და მეტი – 18.2 თეთრი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here