საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც სუეცის არხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება და ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატაჰ ალ-სისის გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილს გადასცემს.

“გაფართოებული სუეცის არხის გახსნა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკისათვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენს და მასზე დასწრებას მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს ლიდერი და მაღალი თანამდებობის პირი გეგმავს. საქართველო-ეგვიპტის პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, ღონისძიებაში ქართული მხარის შესაბამის მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here