პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება მოსალოდნელი არ არის.

“ამ ეტაპზე არაფერს ვგეგმავთ”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, “ალიამ” გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ფინანსთა, იუსტიციის, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრების თანამდებობიდან მოხსნა იგეგმებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here