პოლონური ავიაკომპანია LOT-ი 2016 წლის პირველი იანვრიდან განაახლებს ავიარეისებს ვარშავა-ერევანი-ვარშავას მიმართულებით.

დახურული სააქციო საზოგადოება “სომხეთის საერთაშორისო აეროპორტების” პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ავიაკომპანია კვირაში სამ გადაფრენას განახორციელებს.

ვარშავადან რეისი ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება, ხოლო ერევნიდან – სამშაბათს, ხუთსაბათსა და შაბათს. მხარეები ზაფხულის სეზონზე ფრენების რაოდენობის გაზრდაზეც შეთანხმდნენ.

LOT-ი ფრენებს მსოფლიოს 31 ქვეყნის 49 ქალაქში ახორციელებს. ავიაკომპანია 2010 წლიდან ამერიკულ ბაზარზე მუშაობდა. ფრენის გრაფიკის გადახედვის გამო, ავიაკომპანიამ ერევანში ფრენები 2015 წლის პირველი ივლისიდან შეაჩერა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here