სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს არ დააწესებს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დანელიას თქმით, გარკვეული რისკები შეიძლება ყველა ბაზარს ახლდეს თან, თუმცა საქართველოს მიერ დაწყებული ე.წ. ბაზრის დივერსიფიცირების პოლიტიკა აღნიშნულ რისკებს ამცირებს.

ოთარ დანელია “როსპოტრებნადზორ”-ის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქართული კომპანიები ღვინის წარმოების ტექნოლოგიას  სისტემატურად არღვევენ. მინისტრის თქმით, ქართული პროდუქცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გადის და აქამდე რაიმე ხარვეზი არ ყოფილა.

“მაგრამ, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ და შევისწავლოთ, რომ გამოვრიცხოთ ნებისმიერი ხარვეზი”, – აღნიშნა დანელიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here