საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ადასტურებს, რომ მონაწილეობას მიიღებს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში.

როგორც worldsport.ge იტყობინება, ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განუცხადა.

“მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვაპირებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დავიკავო,”- განაცხადა ჟორდანიამ.

ჟორდანიას გარდა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი ყოფილმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ გამოთქვეს.

ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს ჩატარდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here