ხულოში, მწვანე ტბის ფსკერზე, დაახლოებით 18 მეტრის სიღრმეზე დიდი ოდენობით იარაღი და ყუმბარმტყორცნები აღმოაჩინეს. არსენალის აღმოჩენა ექსპედიციის დროს მოხდა, რა დროსაც ფლორისა და ფაუნის შესწავლა მიმდინარეობდა.

როგორც მყვინთავები აცხადებენ, ტბის ფსკერზე ათობით ყუმბარმტყორცნი და საბრძოლო იარაღია განთავსებული.

ყუმბარმტყორცნები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, რის გამოც მათი ნაპირზე გამოტანა ვერ მოახერხეს. აღმოჩენილი იარაღი კვლავ ტბის ფსკერზე რჩება. მყვინთავები დამსვენებლებს და ტურისტებს მოუწოდებენ, ტბაში ბანაობისგან თავი შეიკაონ.

არსებობს ვარაუდი, რომ იარაღი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის მმართველობის დროს სპეცრაზმელებმა გადაყარეს. იარაღის წყლიდან ამოტანა უკვე დაიწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here