სომხეთში გერმანიის საელჩო წელსაც განაგრძობს მცირე გრანტების ფარგლებში ბიზნეს-ინიციატივების მხარდაჭერას.

როგორც დიპლომატიური უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ბოლო დღეებში საელჩომა და რამდენიმე სომხურ ორგანიზაცისთან ხელშეკრულება გააფორმა.

“მოხარულები ვართ, რომ წელს დიდი რაოდენობის განაცხადი მივიღეთ. შერჩევის რთული ეტაპის შედეგად წარმატებული ინიციატივები გამოვლინდა. ჩვენ 125 განაცხადი განვიხილეთ. გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის ძალიან რთული იყო”, – განაცხადა საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა ნადია ლიხტენბერგმა.

მცირე საგრანტო პროგრამების ამოცანა მოკლევადიანი ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც სოციალურად ყველაზე დაუცველი მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

წლეულს პროგრამების რეალიზებისთვის 41 ათასი ევრო გამოყვეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here